ჩვენ შესახებ

Genesis Aesthetics-⁠ის შესახებ

Genesis Aesthetics არის ესთეტიკური მედიცინის სფეროში მოღვაწე კომპანია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან არის წარმოდგენილი.

ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინას, პროფესიულ გამოცდილებასა და ინდივიდუალურ მიდგომას, რათა პაციენტებს შევთავაზოთ უსაფრთხო, ხარისხზე ორიენტირებული და ბუნებრივ შედეგზე დაფუძნებული მომსახურება.

Genesis Aesthetics-⁠ის საქმიანობა ასევე მოიცავს ინექციური კოსმეტოლოგიისა და სახის მოვლის პროფესიული პროდუქციის დისტრიბუციას, რომლის მიმართულებითაც ჩვენი გამოცდილება 2006 წლიდან იწყება.

დღეს ჩვენ ვართ საქართველოში ევროპული, მსოფლიო ბაზარზე სერტიფიცირებული პრემიუმ ბრენდის - Skymedic-⁠ის ოფიციალური წარმომადგენლები და დისტრიბუტორები, რაც პროფესიონალებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

  1. 2006დისტრიბუცია
  2. 2016კლინიკა
მიმართულებები

ჩვენი მიმართულებები

ინექციური კოსმეტოლოგია

თანამედროვე ესთეტიკური პროცედურები და ინდივიდუალურად შერჩეული პროტოკოლები.

აპარატურული და ლაზერული კოსმეტოლოგია

თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ესთეტიკური პროცედურები.

კლასიკური კოსმეტოლოგია

პროფესიული მოვლა კანის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

კანის ხარისხისა და გაახალგაზრდავების პროგრამები

თანამედროვე მიდგომები კანის დატენიანების, ელასტიურობისა და ტექსტურის გასაუმჯობესებლად.

პროფესიული განათლება და ტრენინგები

ჩვენთან ხორციელდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ესთეტიკური კოსმეტოლოგიის, ლაზერული ეპილაციისა და დერმოპიგმენტაციის მიმართულებით. პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი შესაბამისი დანართით. ასევე, ვატარებთ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს კოსმეტოლოგიისა და ინექციური კოსმეტოლოგიის მიმართულებით.

რატომ ჩვენ

რატომ Genesis Aesthetics?

  • 2016 წლიდან გამოცდილება

    მუდმივი განვითარება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა ესთეტიკურ მედიცინაში.

  • პროფესიონალების გუნდი, რომელსაც ენდობით

    Genesis Aesthetics-⁠ში მუშაობენ სამედიცინო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური, სახელმწიფოს მიერ სერთიფიცირებული სპეციალისტები.

  • დისტრიბუციის გამოცდილება 2006 წლიდან

    ინექციური კოსმეტოლოგიის პრეპარატების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება.

  • Skymedic-⁠ის ოფიციალური წარმომადგენლობა

    ევროპული პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში.

  • პროფესიული განათლება

    კლინიკური გამოცდილება, სახელმწიფო აღიარებული პროგრამები და პროფესიული ტრენინგები ერთ სივრცეში.

  • ინდივიდუალური მიდგომა და ბუნებრივი შედეგი

    თითოეული პაციენტის საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხაზს უსვამს ბუნებრივ სილამაზეს.

Genesis Aesthetics-⁠ში გვჯერა, რომ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა არის ცოდნის, ტექნოლოგიის, გამოცდილებისა და ესთეტიკური ხედვის ერთიანობა.

Genesis Aesthetics - გამოცდილება, რომელიც ქმნის ნდობას. ხარისხი, რომელიც პროფესიონალებს აერთიანებს.